მივდივარ, შენს სულში ვერ ვნახე ადგილი, ვერ მოგეც სინათლე, საღამოს ბინდი ვარ, მერწმუნე, ეს წასვლა არ არის ადვილი, გიტოვებ ჩემს გულს და... უგულოდ მივდივარ. გარიდებ ცრემლებს და... წამებიც დავთვალე, წასვლისას, ერთხელაც მომხვიე ხელები... ხელები... ოდესღაც ჩემად რომ ჩავთვალე. მიკივის სული და თვალთმაქცად მშვიდი ვარ, შენ ხომ მე ყოველთის ასე მაოცებდი, ღიმილებს გიტოვებ... ცრემლებით მივდივარ... მივათრევ სიცოხლეს... დროებით ნათხოვარს... ვიცოდი, არ ვიყავ მე შენი ნეკნი და, ჩათვალე, გზად შეხვდი გრძნობების მათხოვარს. გულში რომ ჩაუგდე იმედის ნამცეცი... გიტოვებ ღამეებს საშენოდ გათეულს, და ასე უძილო, თუ სადმე დავეცი... ვალი მაქვს ამქვეყნად ღმერთის და გამჩენის, მიმყვება გრძნობები, ასე ხელუხლები, მივდივარ... სურვილი მიმყვება დარჩენის. იქ, სადაც საჩემო ადგილი ვერ ვნახე, წასვლისას, ალალად მინდა რომ დაგლოცო, ნამდვილი გრძნობებით დღეგრძელი მენახე. დრო, ისე აჩქარდა... წამებსაც ვერ უთვლის, გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ, იქ უკვე შენ სახლობ და შენვე გეკუთვნის. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |