ზღვაო, აღელდი, აღელდი, ქარტეხილს დაემორჩილე! აამთაგორე ტალღები, კიდეებს გადააცილე! შენი უფსკრული გულია, მყუდროების დროს ის განძი ქვეყნისთვის დაფარულია. გულს უხსნი მზეს და მთვარესა, იმ მარგალიტებს შესტყორცნი შენ შემკვრელს არემარესა. მრისხანე გულის ღელვასა!.. ძილის დროს ქუხილს ნუ მოშლი და სიბნელის დროს ელვასა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |