ნუ იფიქრებ, დაგაყვედრო, შე მაცდურო ჩემო მუზა, იმისთვის, რომ შენის რჩევით ეკლიანი შემხვდა მე გზა! ამიხილე ბრმასა თვალი, თუმც კი ჩვენში ცხოვრებისთვის მწარე არის ეგ წამალი: ვერც რას ნახავ საამურსა, იქ რად უნდა ბაგეთ სიტყვა, თვალთ ხილვა და სმენა ყურსა?! მომივლია კიდით-კიდე; მართლის თქმით და გულწრფელობით ჭირი ჭირზე გადვიკიდე! ორპირობა - სიბრძნე დიდი, და მას რჩება მოედანი, ვინც კი არის მეტად ფლიდი! ძმა ძმას იხდის კიბე-ხიდად; მშობელს შვილი, შვილს მშობელი, ქმარს ცოლი ჰსურს გასასყიდად. ხელთ უპყრიათ ბადე-ქსელად, ძლიერების საპირფეროდ, უძლურების მოსაწველად! არავინ ჰყავს გამკითხავი, მისი ოფლით თავს იკვებენ, ქურქად მიდის მისი ტყავი! ჩემო მუზავ, ტყვილა ელი!.. დროა, სიტყვა უკუვაგდოთ, სხვებრ მოვკიდოთ საქმეს ხელი. ემსგავსება ბებრის ბუქნას! რაც ყოფილა, დღეს არ არის, რაც დღეს არის, ხვალ ის ნუ ჰქნას! ნუ შეკრთები, ჩემო მუზა! სანამ კიდევ ძალ-ღონეს ვგრძნობთ, ვერ დაგვაფრთხობს ახალი გზა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |