თვალს მიხვევენ, ენას მგლეჯენ, და მაგდებენ საკირეში! ურცხვად შვიდ-შვიდ პარასკევსა მითვლიან მე ერთ კვირეში! სიარულსაც კი მიშლიან, მაგიერად მათ მრუდ გზაზედ ფიანდაზებს ფეხთ მიშლიან! გინდა იყოს ეკლიანი: ვიცი, სხვებიც მომყვებიან ჩემებრ შავბედ-ეტლიანი! და გადასდგა მრუდედ ფეხი, გაუსკდეს მას დედამიწა და დაეცეს თავზედ მეხი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |