მთა იყავი, მთასთან მოხველ, შეგრჩენია მუხლში ღონე, თვალდახრილო მეამბოხევ, ხუნდებით რომ შეგაღონეს… მოუხადე კიდევ ქუდი; შენი კუბო რომ ავხადეთ, ამოვარდა არწივთ გუნდი! ნაჟურებით დაჟანგული, ბალახებით, ხის ტოტებით გამთელდება ვაჟას გული! თითქოს ვეფხვნი დაყრილანო, ნავარდს არტყავს ორბის ფრთებით შენი სიტყვა სამყვირალო. ნაბუდია ჯიხვის რქაში, შენი სიტყვა, როგორც სეტყვა, დროშის ზარი, წყლის კაშკაში! - და მან მოგვცა მძვლიანობა, ხის ფოთლებში გაგვაწვინა, აკვნის თავზე გვიგალობა. სამშობლო რომ გქონდა ციხედ. შენ დაგმარხეს ბორკილებით, ჩვენ დროშებით ამოგიღეთ! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |