კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

აი, გიყურებ და ვეღარ გხედავ

და ქუჩის დიდი საათის ისარს

ურდულად ვუყრი ფიქრის გალიას.

აი, ვარსკვლავი ეცემა კრამიტს,

განათებული ცისფერი ალით.

აი, ფანჯარა იღება უხმოდ,

განათებული ცისფერი ალით.

აი, ვიღაცა დგას და მეძახის!

განათებული ცისფერი ალით,

აი, ტრამვაი წკრიალებს ბნელში,

განათებული ცისფერი ალით.

და ღამე წვეთავს სიზმარში ისევ,

მე კი მგონია, რეკავს საათი,

მე კი მგონია - საათი რეკავს,

განათებული ცისფერი ალით...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჭილაძე  • • •   თამაზ ჭილაძის პოეზია

მსგავსი თემები