ცა მტკავლით, ციდით ქვეყანა, ნახე თუ გაიზომება? ზღვა თუ აირწყვის პეშვითა ცანიცა განიწონება; უკლისად ქვიშის აღრიცხვა მომცემს თუ მოიგონებდა? შვიდი ცა მქონდეს ქაღალდად ზღვაც მელნად, ხენი კალამად ათას წელს გავძლო და მქონდეს ცა ქუდად, მიწა ქალამნად, მზის შუქზე ვრბოდე უდრეკლად, ჰაერზე ხელი მეკიდოს, ლომს ვძლიო, - მაინც არ ძალმიძს ღვთის საქმეს ხელი მეკიდოს! |