მთას შევრჩი, როგორც ღრუბელი, ღამემ მიშველა - ბებერმა, ქარი ქრის, ქარი უბერავს, ცახცახებს ცეცხლის პეპელა. და თავზე შემოგევლები, არ დააფეთო ირმები და ნისლის მძიმე მტევნები. ვსუნთქავ ნაპრალთა ნასუნთქარს. მთაო ნუ ჩამოილევი, არაგვს მინდორი რად უნდა... ცაცხახებს ცეცხლის პეპელა. მთას შევრჩი, როგორც ღრუბელი, ღამემ მიშველა - ბებერმა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |