ო, რა მარტოა, ღმერთო ჩემო, ადამიანი, ისიც, რომელიც თითქოს ქვეყნად არ არის მარტო, სამგლოვიარო რიტუალმა გადაიარა და შენ იკავებ შენთვის მკაცრად მოზომილ ფართობს. გაჰყვება შენი ნიღაბივით ჩამქრალი სახე, და ახსოვს, რადგან სახე მუდამ უნდა ახსოვდეს გარდაცვლილისაც - ნაკვთებში რომ იგროვებს ნაღველს... მან სისაძაგლე ჩაიდინა, როგორც გმირობა, ის მთელი ღამე ცხენზე იჯდა, - უნდო მხედარი, მერე ელოდა ცრემლს, სინანულს და... გულგრილობას! ისიც, რომელიც არ ამხელდა ამ მარტოობას, უკვე დაკრძალვის რიტუალმაც გადაიარა, ბედისწერა კი მაინც ახვევს ქსელს, ვით ობობა. შუაღამისას აფენს საფლავს მაღალ ფარაჯას... რადგან მარტომყოფს უსათუოდ სჭირდება ტოლი, თავსასთუმალთან რომ მიუწვეს ერთგულ დარაჯად... |