წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ჩამოტყდეს ციდან მთვარის ბეჭედი,

ბინდი დააკვდეს მთებს და ვენახებს,

შენ თუ იცოდი, მე რომ გეძებდი,

თუ იცოდი და არ დამენახე.

დეკემბრის ქარში ფიქრი კანკალებს

და მე ვიხსენებ, წლობით, თვეობით,

როგორ გულდაგულ შლიდი ნაკვალევს,

რომ ვერასოდეს წამოგწეოდი.

დღესაც ვემდური ჩემს იღბალს, რადგან

უგზოდ მივყავდი ყინვის მარხილებს,

გრძნობა, თვალებში სევდად რომ ჩადგა

და ბაგეებმა ვერ გაამხილეს.

ჩამოტყდეს თუნდა მთვარის ბეჭედი,

ბინდი დაედოს მთებს და ვენახებს,

შენ თუ იცოდი, მე რომ გეძებდი,

თუ იცოდი და... არ დამენახე.

 

მსგავსი თემები