კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

გუშინ ვმღეროდი სულ ჰერი, ჰერი,

მხარზე მსუბუქი მასხდნენ ჩიტები,

ხვალ სხვანაირი

ცას დაჰკრავს ფერი,

მეც სხვანაირი

ფერის ვიქნები.

საით მაჩქარებს ნეტავი ეტლი

სით მიილტვიან ლურჯი ცხენები?

დასაბამიდან ვარ შენი მსხვერპლი,

მომხვიე შენი თეთრი ხელები...

ხვალ სხვა დაცვივა ტყეებს ფანტელი

და სხვა იქნება ნაზ ფერთა თოვაც,

სხვა ამღერდება

სხვა ჟრუანტელით

სხვა სიხარულის

წვიმები მოვა...

მინდა დღეს შევსვა უცხო სურნელი

ახლად გახსნილი სამოთხეების,

ხვალ სხვა დაბინდავს ცას საბურველი

აყვავებული ცაცხვის ხების.

გუშინ ვმღეროდი სულ ჰერი, ჰერი,

დღეს სხვა მესხმიან თავზე სიზმრები,

ხვალ სხვანაირი

ცას დაჰკრავს ფერი,

შენც სხვანაირი ფერის იქნები...

მინდა დღეს ვიგრძნო მზე დამთუთქველი

და ამ ცხოვრების კორიანტელი,

ვიყნოსო შენი თმების სურნელი

და გავქრე როგორც თოვლის ფანტელი...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შალვა ფორჩხიძე  • • •   შალვა ფორჩხიძის პოეზია

მსგავსი თემები