კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დაწექ ნაპირზე და აიღე ხელში სულ მცირე,

ერთი პატარა მუჭი სილა, მზისგან რომ ელავს

და მიეც ნება თითებიდან იდინოს მძიმედ,

შენ კი უცქირე ზღვის ტალღების ბობოქარ ღელვას.

შემდეგ დახუჭე თვალი ოდნავ და იგრძნობ მალე,

რომ თითებს შორის ის სიმძიმე გაქრა სრულიად...

ჩვენი სიცოცხლე, როგორც სილა დროების ძალით -

მარადისობის ნაპირიდან აღებულია!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იონა ვაკელი  • • •   იონა ვაკელის პოეზია

მსგავსი თემები