კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

იგი ყველას ნუგეშია

არვის არ აკლებს ალერსს,

გულში შედის როგორც ლოცვა,

ერთი სიტყვა - გენაცვალე!

მისთვის ხსირად აღვგზნებულვარ,

ვწუხდი დღე და ვწუხდი ღამე,

ვარსკვლავივით ციმციმებდა

თვალზე ცრემლი მოკამკამე.

ახალგაზრდა აღარა ვარ,

ამ ქვეყნიდან წავალ მალე,

თუ გამატან - თან წავიღებ

ამ ერთ სიტყვას - გენაცვალე!

შენთან ერთად მე აქ ვტოვებ

ულამაზეს მთებს და ჭალებს,

მაგრამ როგორ გავეყარო - 

შენს ალერსს და ცისფერ თვალებს...

იქ არავინ მეგულება,

ვინ გამიღებს გულის კარებს,

ვინ მაღირსებს ამ ერთ სიტყვას -

ჩემთან მოდი, გენაცვალე!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იონა ვაკელი  • • •   იონა ვაკელის პოეზია

მსგავსი თემები