კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ეძებ იმედს დიდ საუკუნეში,

ეძებ და მაინც სევდით ივსები...

ო, რა ცოტაა სულის ნუგეში

და რა ბევრია ობელისკები!

აგერ, საფლავზე ხე იფოთლება,

უკვე გაშლილა ობლად ყვავილიც...

და აქვე ახლოს გესმის გოდება:

დედის მოთქმა და მამის ბღავილი.

იგი გულს გიკლავს და გტანჯავს მნახველს,

მაინც საწუხარს არ ემონები

და უსაშველოდ მოწოლილ ნაღველს -

ებრძვი სულით და ებრძვი გონებით.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იონა ვაკელი  • • •   იონა ვაკელის პოეზია

მსგავსი თემები