კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დოლს უკრავდა მედოლე,

ტაშს უკრავდა მეტაშე,

შარაგზაზე შორი-შორ მივდიოდით

მე და შენ.

მზე ეყარა მიწაზე, ხეზე, ქვაზე, მეტალზე,

გზაზე ერთიმეორე დავინახეთ

მე და შენ.

თვალი ანგარიშობდა მიკრო-მილი-მეტრაჟებს,

უცებ ერთმანეთისკენ გავეშურეთ

მე და შენ.

თავის გზაზე წავიდნენ მევალე და მებაჟე

და ერთმანეთს უსიტყვოდ ჩავეკონეთ

მე და შენ.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

მსგავსი თემები