კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მუხებს იქით საყდარი დუმს თეთრი,

შორს ყვავილებს დაუთრთვილავს კბოდე...

თითქოს სული ლურჯ სივრცეებს ერთვის,

მინდა ახლა მხოლოდ შენთვის მოვკვდე.

წუხელ ქარში დაღუნულა დაფნა,

შორით ელავს მწვანე მთების ზოლი.

ბროწეულის ცეცხლმოდებულ აფრას

დაუფარავს დაცვარული მოლი.

ნანგრევს თავზე მოვლებია ულო,

რაც დავკარგეთ სინანულად არ ღირს, -

კუბოს ფიცარს ფესვით შეკრავს სურო.

მთავარია სიხარული ვიგრძნოთ,

გზაზე ბიჭი რომ მიდენის ნახირს

ჩვენზე უკეთ დაიქუხოს ვინძლო...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შალვა ფორჩხიძე  • • •   შალვა ფორჩხიძის პოეზია

მსგავსი თემები