შენ ჩემო დიდო იმედო, კოშკო ნაგებო კირითა, კახეთს მოჭრილო ისარო, ქალაქს ნაღებო ინითა. წითელო მოვის პერანგო, შვიდგან შეკრულო ღილითა, ცავ წმინდავ, ვარსკვლავიანო, მზევ, დაფენილო დილითა. უკვდავებისა წყაროო, ნადენო ოქროს მილითა, შენთანამც წოლით გამაძღო, შენთანამც წოლა - ძილითა! |