კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

თეთრ დილაზე თეთრი გედი

ცისფერ ტბაში ბანაობდა,

ცისფერ ტბაში თეთრი გედი

თეთრი ფრთებით ქანაობდა.

გედის თავზე შავი ბედი

სასიკვდილო ჰანგებს თხზავდა,

წუთის შემდეგ გედის ნორჩ გულს

ტყვია ფლობდა, ტყვია სწვავდა.

და დაჰბერა ავმა სიომ,

თეთრი გედი დაგვიღონდა.

სული ზეფირს გაატანა,

ბუმბული კი ქარს მიჰქონდა.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - საფო მგელაძე  • • •   საფო მგელაძის პოეზია

მსგავსი თემები