კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

შორიდან შენ ჩემს ღიმილებს ზვერავ,

თუმც ეს ნაძვნარი უღრანი ტყეა,

და ჩემმა ცივმა, სასტიკმა მზერამ

შენ დაგჭრა, როგორც ფოლადის ტყვიამ.

დაჭრილი გული მკერდით მიგქონდა,

იყო ნაღველი ხმალივით მკვეთრი,

და იმ ყვავილებს, ხელში რომ მქონდა,

დაეცა ცრემლი ბროლივით თეთრი.

სულის სიმაღლე რამ დაგიკარგა,

როს გარეგნულად ამგვარად ჰშვენი?

რატომ არა ხარ ისეთი კარგი,

რომ სიყვარული შემეძლოს შენი?


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - საფო მგელაძე  • • •   საფო მგელაძის პოეზია

მსგავსი თემები