აღარ შორდება ჩემს გულს ნაღველი, ვიღლები ფიქრით, დარდით ვიღლები, სადა ხარ, სადა, ხმას არ იღებ და სად დაიკარგე, გავიდა წლები. რომ ვეშვებოდი ცხოვრების ზღვაში, ჩემს უკეთესი აბა ვინ ჰპოვე მაგ შენს უფერულ მარტოობაში? აგრე მიყვარდე სულით ლაჩარი, გულს ვეკითხები: "რა მოგწონს მისი? ხომ იცი, ხომ გრძნობ იგი რაც არი?" სამარადისოდ, არა დროებით, რაც მინდა იყო, შენ ის არა ხარ და მეც მოვკვდები განმარტოებით. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |