კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ერთ მშვენიერ ზამთრის დილას

კამელიის მიძღვენ კონა,

წითელი და თეთრი ვარდი

შეგეხვია, შეგეკონა.

გადმომეცი და მითხარი:

"ყვავილებით გირიგდები,

იმედი მაქვს, რომ ხსოვნასთან

მეგობრობას შემპირდები".

შორს წახვედი, ცივ მხარეში,

დამიკოდე ამით გული

და შენს ნაცვლად დამიტოვე

კამელიის თაიგული.

წყალსა ვუსხამ, მაგრამ ვხედავ,

ის ყვავილი სულ მთლად ჭკნება,

ერთი დღეც და ის ფოთლები

ერთიანად დასცვივდება.

მითხარ ჩემო, იქნებ შენშიც,

გაქრა ხსოვნა, ვით ეს ვარდი,

იქნებ ჩქარა დამივიწყე,

როგორც ჩქარა შეგიყვარდი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - საფო მგელაძე  • • •   საფო მგელაძის პოეზია

მსგავსი თემები