კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ცაზე გაშლილა ღრუბელი - ჩადრი,

წყარო კენჭებზე ხტის და ლიკლიკებს...

ქალო, მთებს იქით მზე უკვე ჩადის,

საით მიჰყვები ყანის ბილიკებს?!

გზას ავცდი, ნუკრო ღიმილნათელო,

ცვარს აშრობს სხივი შენი თვალების...

მოგყვე?.. ცოდვაა უნდოდ გავთელო

ბალახზე ნუკრის ნატერფალები.

საით?! ყანაში ყმაწვილკაცების

ხომ არ ისურვე მონახულება?!

ღაწვზე ხალები - ხორბლის მარცვლები

არ აგიკენკონ მოლაღურებმა.

მწყრები ჩაცვენილ თავთავებს კენკენ,

მთებზე ბაცდება ოქროს სირმები...

მზე ჩადის... ჩემებრ მობრუნდნენ შენსკენ

ჩაფიქრებული მზესუმზირები.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ზურაბ კუხიანიძე  • • •   ზურაბ კუხიანიძის პოეზია

მსგავსი თემები