კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

თუ კი ეს ყანწი დასაცლელია -

ნუღა აყოვნებ, სხვები გელიან,

ასწი ბოლომდე!

თუ ეს ბილიკი გასავლელია -

ნუ შეუკრთები ღიჭს და ლელიანს,

გასწი ბოლომდე!

თუ სიყვარულით გული ყმაწვილობს -

ქვეყნად არავის გაუნაწილო,

დატკბი ბოლომდე!

თუ კი ეს შხამი უნდა დასცალო -

წვეთ-წვეთად დენა აღარ აცალო,

შესვი ბოლომდე!

თუ გააშიშვლე მტრისთვის ხანჯალი,

ნუღარ ყოყმანობ გულისფანცქალით,

ჩაეც ბოლომდე!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ზურაბ კუხიანიძე  • • •   ზურაბ კუხიანიძის პოეზია

მსგავსი თემები