მე აღარ ვამბობ: - ო, ეს ზამთარი გავიდეს, მორჩეს, მორჩეს, მოთავდეს; გინდაც გაჰქონდეს მიწას ზანზარი - თოვლქვეშ, ყინულქვეშ მიწა შფოთავდეს. - ო, ეს ზაფხული მორჩეს, გავიდეს, მორჩეს, გათავდეს; გინდაც მზე დუღდეს, ჯერ არნახული - ცა უმოწყალოდ მიწას შანთავდეს. სულ მტვრად დაფქული, მიწა და ზეცა სულ ნირწამხდარი... იყოს, სულ იყოს ცხელი ზაფხული, იყოს, სულ იყოს დიდი ზამთარი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |