კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

საყვარლისა ეშხზედა

ღვინო დამილევია,

მის ხსოვნა-სიყვარულში

სულიც დამილევია.


მისმა შუქმა დამადნო,

სიცოცხლეც დამწვარია

დღე-დღეობით მზე არის

ღამ-ღამობით მთვარეა!


მისი ცეცხლი ამ გულსა

აროდეს არ ნელდება:

თუ იმას არ უყურებ,

დღე ნათელი ბნელდება.


მაშინ ვკვდები სევდითა,

სისხლის ცრემლით ვსტირი მე!

სანამ არ მანუგეშებს,

იმისი კი ჭირიმე!..

საყვარლისა ეშხზედა

ღვინო დამილევია,

მის ხსოვნა-სიყვარულში

სულიც დამილევია!..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - აკაკი წერეთელი  • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები