მწუხარე და სევდიანი სერზედ იდგა ერთი ქალი, ფერმიხდილსა მღელვარებით შორს ეჭირა გზისკენ თვალი. მისი ქვეყნის ბედისწერა; შიკრიკს მოჰკრა შორით თვალი და დაუწყო გულმა ძგერა. “ნუ დაჰფარავ ნურაფერსო, თორემ ბოლოს გაზღვევინებ, გეფიცები ზეციერსო!” ტირილითა მოახსენა: “ვაი ჩემს თავს!.. სჯობს დამებას ცოდვილი და მწარე ენა! შავბედითსა ყორანს შავსო! რაღა გითხრა მე საბრალომ შენ, შვილების დამკარგავსო!” ჯერ მითხარი შენ ესაო: თათრებს დარჩა გამარჯვება, თუ ჩვენს ძლიერს მეფესაო?” განა სძლევდა თათარიო? თვით არ მივა, და მოსულ მტერს რომ დაუხვდეს, მზად არიო! არ მოსულა ჯერაც გონსა! ქართველები ღმერთს მადლობენ, ადიდებენ სოლომონსა!” “მადლი ზენა ქართველებსო! აბა ახლა მომიყევი, რაც გადახდა ჩემს შვილებსო”. ალექსანდრე მოგიკლესო, უმცროსი ძმა მიეშველა, იმასაც დღე უმოკლესო. ორთავ გულის ფიცარიო; მოკვდენ, მაგრამ სახელი კი ნახეს დაუვიწყარიო!..” წამწამებზედ შეუჩერდა; ნაცრის ფერი გადაედვა, გული ხშირად აუძგერდა. ქართველ ქალსა ქართვლის შვილი! ეს ნაღველი დედისათვის მწარე არის და თან ტკბილი! მისი ჭირის სანაცვლოდო; ქართველ დედებს ვალად გვაძევს, ამ ჭირს უნდა გავუძლოთო”. “საშუალომ რაღა ქნაო? ამოიგო ძმების სისხლი? თათრის მძორის დასდგა ძნაო?” ვერ გავბედავ ტყუილსაო; ეგ სახელი არ უნახავს ქალაჩუნა თქვენს შვილსაო! მტრის რაზმში რომ გაჰკიოდა, საშუალო ტყეში იწვა: გულ-მუცელი ასტკიოდა”. უცნაურად დაიღრიჯა, ამოჰყარა ძუძუები, მოთქმით თავი მოიგლიჯა: ვაჰ ძუძუებს გაკიცხულსო, ვაი დედას, თითქმის პირშავს, რა მახვილი მეცა გულსო! ომში მოკლულს გმირულადო, ვიგლოვ ცოცხლად დარჩენილსა უსახელოდ... ვირულადო! |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |