ჩემო ლამაზო ბეკეკა, შენ ჩემო თხაო ბელაო! ჩემი მტერი და ორგული შენ გენაცვალოს ყველაო. და რქები ეშმაკისაო, კბილები, ნამგლად ნალესი, ნეკერს კვრეხს, ბალახს მკისაო. დააგდებ მინდორ-ველსაო, ჯიხვებს ეწვევი კლდეებში, იქ მოიღერებ ყელსაო! ჯიქანს გაივსებ რძითაო, რა გზითაც დილას წასულხარ, ბრუნდები იმავ გზითაო. არ დამამადლი წველასო!.. მეძღვნეო ჩემი შვილების, შენ მირჩევნიხარ ყველასო. ნუ გეშინია მტერისო!.. მაგ ძუძუების ჭირიმე: საწველში ჩაიმღერისო!.. შენ ჩემო კარგო ბელაო!.. ჩემი ოჯახის ურგები შენ გენაცვალოს ყველაო! |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |