სიმინდსა თოხნა დავუწყოთ, ერთხმად დავსძახოთ მუშური; ეგებ მაშინ დაგვავიწყდეს, რომ გლეხნი ვართ უბედური! სხვისაც გვმართებს სამსახური: ბატონი გვყავს, ვართ საწყალი, უპატრონო, უბედური! გარეშე და შინაური; ცხელსა მიწას უხვად ალბობს ოფლი, ჩვენგან მონაწური. სხვასთან მიდის საზრდო პური, შინ ცოლ-შვილს შიმშილი გვიკლავს, მაგრამ ვინ მიუგდოს ყური? სტირის ცოლი მეძუძური, შიმშილისგან რძე უშრება, წივის შვილი უსუსური! ჩვენთვის ერთი აზნაური, მისთვის სუყველა ჩვენა ვართ - მებეგრეცა და მსახური. მაშინ გვტანჯავს მისი ფური! უპატრონოდც არ ვარგივართ, როგორც ცხვარი უმწყემსური. გამკითხავი სადღა არი!... მდივანბეგის ბოქაულებს გაეღებათ სახლის კარი. ქათამი, თხა, ძროხა, ცხვარი. ჩვენ ყოველდღე ტანჯვას ველით!.. გლეხებს რა გვაქვს გასახარი? ის არს ფულის მეგობარი, არ იღვიძებს, თუ უფულოდ მასთან მივიდა სტუმარი! ჩვენი სახელი და გვარი... განვაგრძოთ, ძმებო, მუშური, ჩვენი სევდის განმაქარი! არე-მარე, მთა და ბარი! ნუთუ გულგრილად უყურებს ჩვენს ტანჯვასა მაცხოვარი!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |