რადგან დაშვრა ასე საბა, ქება მმართებს აწყა მეცა, შეუყრია მრავლად სიტყვა, რა ვიხილე, სიბრძნე მეცა; სად ვნახევდი ასრე კრებით, ქვეყნად მევლო, გინდა მეცა. საქმით სცანით, თუ ვისწავლი, ვით ვინაღვლი, კიდეც მეცა. სამოცდაექვს წელს იკითხა, სთქვა: ვერასი ვარ მმარხველი. იარა ბევრი ქვეყანა, ბევრისაც იყო მნახველი. ორბელიანმა საბამან სახელითა ქნა სახელი. |