მთვარე სარკმელს გადმოხრილა, სიო არხევს ჟალუიზებს, შენსა ბაღში ნინო გრილა და ეძლევა ილუზიებს! იცვავ ბატისტს, კისეიას, სხვადასხვა ხარ ვით სიზმარი, შესტრფი უცხო იდეიას! სდგეხარ სარკმელს და სდუმს ენა, გულმა გითხრა ერთი ცილი; ვითომც გიყვარს ვიღაც შენა! სიო არხევს ჟალუიზებს, მთვარე სარკმელს გადმოხრილა და ეძლევი ილუზიებს! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |