შენში იწვიან ძველ ქურუმთა ლოცვის თესლები. ტკბილი სონეტი ესიტყვება გვართა მოირას. ხსოვნას გილბობენ იზიდასი შენ სარეცლები: ქალდეას სიზმარს რომ აგრძელებ ასე ზმორიანს. ჟღალი თვალებით “შიში ძველი” შენთან მოიარს. წარღვნის სიავით ამღვრეული დაიგესლები სიკვდილის ღრენა ფიქრს დაგიფრთხობს როგორც მორიალს. შენში აპირებს მუნჯი რიტმის უხვად ამოცრას, როს მოგესხმება ლუში ლირწი მისი ხავოსი, - არ შეგეშინდეს ძნელი ცნობის: ბავშო ტიციან: რომ დიონისო შენი ჩუმი ძმადნაფიცია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გრიგოლ რობაქიძის პოეზია |