კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

თარგმანი აკაკი წერეთლისა

 

ივანე კრილოვი - სარკე და მაიმუნი

მაიმუნმა თავის თავი

სარკეში რომ დაინახა

დაპრანჭული, დაჯღანული,

დათვს წასტორა, მიაძახა:


„მოდი, ერთი ჩაიხედე!

რა გიჩვენო, დათუჩაო?

ვინ არის და სად მოსულა

ეს მახინჯი და ტუჩაო?


მე რომ ვიყო მაგისთანა,

დავმალავდი სწორედ თავსო,

თუმცა ჩვენშიც კი ბევრია,

რომ სრულებით მაგას ჰგავსო!“


დათვმა უთხრა: „ჩემო დაო!

რად ათითებ ტყვილა სხვებსო?

შენს თავზე რომ დაიხედო,

მე ვგონებ, ის აჯობებსო“.

 

საბავშვო ლექსები  • • •   კრილოვის იგავ-არაკები  • • •   ივანე კრილოვი - იგავ-არაკები

მსგავსი თემები