თარგმანი აკაკი წერეთლისა
სადღაცა ყვავსა - ყვანჩალას ეშოვნა ყველის ნაჭერი; ხეზე შემოჯდა, საუზმეს ემზადებოდა მშიერი.
გაჩნდა მსუნაგი მელია და ყველის სუნი რომ ეცა, კინაღამ სული დალია.
ტუჩები ააცმაცურა, სურვილმა ააცახცახა და ჭირის ოფლში გასწურა.
რას იზამს, ბევრიც იხტუნოს? ერთადერთიღა ღონეა, რომ თავი მოიკატუნოს.
ფარისევლობა დაიწყო; ჩაცუცქდა საცოდავად იქ და თავი მაღლა აიღო.
რა მშვენიერი რამ ხარო! ნეტავი შენის ჭვრეტითა გამაძღო, სწორუპოვარო!
ნისკარტის, ბოლო - ფრთებისო! რად არ ხარ მეფედ ფრინვლების? შვენებით ვინ გედრებისო?
ხმაც კარგი უნდა გქონდესო და, რომ იმღერო, მგონია, ბულბულიც დაგვიღონდესო!“
სთქვა: „მართალს ამბობს მელაო! რატომ არ უნდა ვიმღერო? დეე, გაჰკვირდეს ყველაო!“
გავარდა ყველის ნაჭერი; ის მელა - კუდამ ჩასანსლა, ყვავი კი დარჩა მშიერი.
მხოლოდ იმისი მთქმელია, რომ ყვავი ჩვენშიც ბევრია, და უფრო მეტი - მელია. |
საბავშვო ლექსები • • • • • • ივანე კრილოვი - იგავ-არაკები |