კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

მზეო, შენგან მონაფენმა შუქმა დამატყვევა, შიგ გულში მეცა და სიჩაუქე-სიმამაცე რაღას მიშველიდა-მეთქი, - ვსწერდი პასუხად.

ესოდენ ტურფა და ნატიფი რომ გაშმაგებულმა კვლავ გნახე, თავგზა სულმთლად ამებნა.

სიცოცხლე ხომ შენგან მაქვს ნაბოძები და, არ ვიცი, სანაცვლოდ რა უნდა შემოგზღო. აი, მაშინ რომ არ გამწირე და სული შემარჩინე, ახლაც ისევე მხსნელად გამომჩენიხარ: "აწ ჩემთვისცა ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე”.

შენეული სამხრე მომივიდა თუ არა, მაშინვე მკლავზე შემოვიბი და ერთობ გავიხარე, თუმცა, მე რომ მმართებს, იმდენ სიხარულს რა გული დაიტევს?!


"დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე;

სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!"


მოსახვევი
რომ მთხოვე, აჰა, მომირთმევია, მასთან ერთ კაბასაც გაახლებ, მისი მსგავსი რომ ვერსად ვერა ვპოვე რა. გევედრები, გონდაკარგულს უნუგეშოდ ნუ დამტოვებ, მიშველე რამე, შენ გარდა ხომ ქვეყნად სხვა არავინ მყავს-მეთქი შვების მომნიჭებელი!

რა ასმათი გავისტუმრე, დავწექი და ტკბილად დავიძინე, მაგრამ სატრფო მეზმანა და შევკრთი: "გამეღვიძა, აღარა მყვა, სულ-დგულობა მომეწყინა”. ღამე ისე გავათენე, მეტად არც მომჩვენებია.

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი

მსგავსი თემები