კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

ერთმა უშვილო მეფემ გამოუცხადა თავის ნაზირ-ვეზირებს: მოიარეთ ქვეყანა და ნახეთ სადმე ლამაზი, ჭკვიანი ბავშვი, რომ ვიშვილო და მემკვიდრედ დავტოვოო.

ნაზირ-ვეზირებმა შემოიარეს მთელი ქვეყანა და ერთ სახლში წააწყდნენ ერთ ბავშვს. ჰკითხეს: - მამაშენი სად არისო?

ბავშვმა მიუგო: - ჩხუბს თესავსო.

 - დედაშენი სად არისო?

- ცრემლს ავალებსო.

- ღვინო დაგვალევინეო.

- ცხენები ვაზებზე გამოაბით და მერე დაგალევინებთო.

ვეზირებმა იარეს, იარეს, მაგრამ ვაზი ვერ იპოვეს.

ბავშვს უთხრეს: - ვაზი არსად ჩანსო.

- აბა, ღვინო საიდან გვექნებაო.

- მამაშენი როგორ თესავს ჩხუბსაო? - ჰკითხეს ვეზირებმა.

- ყანას თესავს და თუ ვინმე ზედ გადაივლის, წაეჩხუბებაო.

- დედაშენი როგორ ავალებს ცრემლებსო?

- როგორ და, მეზობელი გარდაიცვალა და იმას ტირის. ჩვენც დავიხოცებით და ისინი გვიტირებენო.

ვეზირებს მოეწონათ ბავშვის მოსწრებული სიტყვა-პასუხი და წაუყვანეს ეს ბავშვი მეფეს.

მეფესაც მოეწონა და იშვილა.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ქართული ხალხური ზღაპრები • • •  ქართული ხალხური ზღაპრები

მსგავსი თემები