თუ გაგითავდათ, ან არ მიგიწვდებათ ხელი შეიძინოთ ლინზების შესანახი სპეციალური სითხე, შეგიძლიათ ლინზები ფიზიოლოგიურ ხსნარში მოათავსოთ (ფიზიოლოგიური ხსნარი ხელმისაწვდომია ნებისმიერ აფთიაქში მიზერულ ფასად).
მაგრამ თუ არც ფიზიოლოგიური ხსნარი გაქვთ, მოიქეცით ასე:
გადადუღებულ წყალში გახსენით მარილი ისე, რომ მიიღოს ცრემლის გემო და მოათავსეთ მასში ლინზები. მას არაფერი მოუვა. მხოლოდ იცოდეთ! ასეთ ხსნარში ფიზიოლოგიური ხსნარისგან განსხვავებით ლინზები შეგიძლიათ შეინახოთ მხოლოდ ერთი ღამით.