კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

როგორ გავიწმინდოთ ენაენაზე უამრავი ღრმული დვრილი და უსწორმასწორობაა. კბილების ყველაზე ეფექტური გაწმენდის შემთხვევაშიც კი, მასზე რჩება საკვების ნარჩენები, რის შედეგადაც, მალე ენის ზედაპირზე ბაქტერიები იწყებს გარცელებას.

ისინი ვრცელდება ნერწყვის მეშვეობით, გადადის კბილებზე და მოიცავს მთელ პირის ღრუს.

კარიესისა და პირის ღრუში არასასიამოვნო სუნის რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად, ენას ისეთივე მოვლა და გაწმენდა სჭირდება, როგორც კბილებს.

იდეალურ შეთხვევაში ეს ყოველი ჭამის შემდეგ უნდა გააკეთოთ. ენის გაწმენდა სასურველია სპეციალური სახეხით, რომლის მჭრელი პირი დახრილია ისე, რომ მისი მართვა, ღერძიდან 180 გრადუსითაა შესაძლებელი. სასურველი კუთხიდან სასურველი მიმართულებით საწმენდის ენაზე 3-4 ჯერ გადატარება საკმარისია.

ენის გაწმენდა ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისითაცაა შესაძლებელი. არსებობს ისეთი ჯაგრისები, რომელიც განკუთვნილია, როგორც კბილების, ასევე ენის გასაწმენდად. ასეთი ჯაგრისის ერთ მხარეს განლაგებულია კბილების, ხოლო მეორე მხარეს ენის საწმენდი (რეზინის, ან პლასტმასის რელიეფური ზოლები).

როგორ გავიწმინდოთ ენაძალიან ეფექტურია ენის გაწმენდა ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისით, ანუ კბილების გახეხვის შემდეგ, ჯაგრისი კარგად უნდა გარეცხოთ და შემდეგ შეუდგეთ ენის წმენდას (ფუძიდან ენის წვერისკენ).

ამ პროცედურის დროს კბილის პასტა საჭირო არ არის. ჯაგრისი რბილდება და წმენდს ნადებს ენიდან, შემდეგ კი ჯაგრისი კიდევ უნდა გაირეცხოს და ხელმეორედ, უკვე საბოლოოდ გაიწმინდოთ ენა ნადებისგან.

ენის გაწმენდის შემდეგ მალე შეამჩნევთ, რომ თქვენი სუნთქვა უფრო ჯანსაღი და ხანგრძლივი გახდა, ხოლო თეთრი და ყვითელი ნადები აღარ შეგაწუხებთ.

მსგავსი თემები

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე