განასხვავებენ - არტერიულ, ვენურ, კაპილარულ და შერეული ტიპის სისხლდენას. არსებობს გარეგანი და შინაგანი სისხლდენები. გარეგანი სისხლდენის შეჩერების რამოდენიმე წესი:
კიდურების წამოწევა - ხელს ან ფეხს წამოსწევენ ისე, რომ კიდურზე არსებული ჭრილობა აღმოჩნდეს გულის დონეზე მაღლა.
ეს ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას, ან მისი ინტენსიურობის შემცირებას დაზიანებულ კიდურში წნევის ჰიდროსტატიკური შემცირების ხარჯზე.
მეთოდი გამოიყენება ისეთ მეთოდთან შეთავსებით, როგორიცაა სახვევის (ლახტის) გადაჭერა.
არტერიაზე თითების დაჭერა - მეთოდის არსი იმ წერტილებში ხელის დაჭერაა, სადაც არტერია ყველაზე ახლოს იმყოფება ძვალთან და ხელის დაჭერით არტერიული სისხლდენის დროებითი შეჩერება უფრო ადვილადაა შესაძლებელი, რათა შემდეგ გამოყენებული იქნას უფრო საიმედო მეთოდი.
კიდურების მაქსიმალური მოხრა - მეთოდის არსია კიდურის მაქსიმალურად მოხრა სახსარში, რომელიც ჭრილობის ზემოთ მდებარეობს და ამ მდგომარეობაში მისი დაფიქსირება მარლით, ბინტით, ქამრით ან სხვა იმ საგნით, რომელიც ხელთა გაქვთ იმ მომენტში.
ამ მეთოდით სისხლდენის დროებითი შეჩერებაა შესაძლებელი.
დამწოლი ნახვევის გაკეთება - დაზიანებულ სისხლძარღვის გასწვრივ სახვევს ადებენ ჩვეულებრივ მას შემდეგ, რაც სისხლდენა შეჩერებული იქნა თითებით არტერიაზე დაჭერის ან კიდურების სახსარში მაქსიმალური მოხრის გზით.
ამისთვის ჩვეულებრივ გამოიყენება ინდივიდუალური გადასახვევი პაკეტი, სტერილური მარლის ხელსახოცი, ბინტი ან სუფთა სამკუთხა ფორმის ნახვევი. ყველა შემთხვევაში ბინტით ან სამკუთხა ნახვევით ჭრილობაზე მჭიდროდ ფიქსირდება სტერილური შესახვევი მასალა.
თუ სახვევი სისხლით გაიჟღინთა, მისი გამოცვლა საჭირო არ არის, უნდა დაიდოს ზემოდან მეორე სახვევი და კვლავ მოხდეს მისი ბინტით გადახვევა.
კიდურების წრიული გადახვევა - ლახტის დადება ხდება მაშინ, როცა დამჭერი სახვევი ვერ აჩერებს სისხლდენას. ასევე კიდურის ნაწილობრივ ან მთლიანი მოწყვეტის, დიდი ჭრილობების ან ღია მოტეხილობების დროს, რომელსაც თან ახლავს მასიური არტერიული სისხლდენა.
ლახტის დადება ხდება მხარზე ან თეძოზე წინასწარ კიდურების წამოწევის შემდეგ ჭრილობის ზემოთ, მაგრამ ამავე დროს რაც შეიძლება მასთან ახლოს.
ლახტის მოჭერა ხდება რეგულარულად, ნელ-ნელა სისხლდენის შეწყვეტამდე. თუ სისხლდენა არ შეწყდა, იგი უნდა მოიხსნას და დაედოს შედარებით მაღლა.
ლახტის შიშველ სხეულზე დადება არ შეიძლება, მის ქვეშ აუცილებელია რაიმე ნაჭრის დადება. ამავე დროს უნდა მოხდეს ჩანიშვნა ზუსტად რომელ საათზე მოხდა ლახტის დადება. ზაფხულში ლახტის გაჩერება საათნახევრის, ხოლო ზამთარში ერთი საათის განმავლობაში შეიძლება.
არტერიული სისხლდენა - ამ დროს სისხლი ალისფერია, და პულსირებული ფანტანისმაგვარი ნაკადით მოედინება. ასეთი სისხლდენა შედარებით საშიშია. მის შესაჩერებლად საჭიროა დაზიანებული კიდურის მაღლა წამოწევა, ჭრილობის თითებით დაჭერა, ან კიდურის სახსრის მაქსიმალური მოხრა.
ამ აუცილებელი მოქმედების შემდეგ აუცილებელია დამჭერი სახვევის, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ლახტის დადება.
ვენური სისლდენა - ასეთი სისხლდენის გამოცნობა შეიძლება მუქი წითელი სისხლის უწყვეტი ნაკადით. მისი შეჩერება შეიძლება ჭრილობაზე სტერილური ხელსახოცის დადებით და შემდეგ დამჭერის გადახვევის გაკეთებით.
კაპილარული სისხლდენა - ასეთი სისხლდენის დროს დამახასიათებელია სისხლის გამოყოფა დაზიანებული ქსოვილის მთელს ზედაპირზე. იგი შეიმჩნევა კანის მსუბუქი ჭრილობის ან დაჟეჟილობის დროს.
თუ სისხლდენა თავისთავად არ შეჩერდა, საჭიროა კიდურის წამოწევა და ჭრილობაზე სამედიცინო წებოს ფენის წასმა, ან მისი დამუშავება წყალბადის ზეჟანგით.
ამის შემდეგ კი მისი გადახვევა ბინტით ან სამედიცინო პლასტირით. კარგია ჭრილობაზე ცივი წყლით სავსე ბუშტის ან ყინულის მიდება.
ცხვირიდან სისხლდენა - დაზარალებული უნდა დაჯდეს სწორად და თავი ოდნავ დახაროს ქვემოთ. შედეგად დაქვეითდება სისხლის წნევა ცხვირის ღრუში. შემდეგ ცხვირის ფუძეზე უნდა დაიდოს ცივი წყლით დასველებული ხელსახოცი ან ცხვირსახოვი.
საჭიროა მოიჭიროს ცერა და საჩვენებელი თითები ცხვირის ორივე ნესტოზე ისე, რომ თითები მაგრად იყოს მიჭერილი ცხვირის ძგიდეზე. ასეთ მდგომარეობაში აუცილებელია პირით სუნთქვა 10-15 წთ-ის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე არ შეიძლება განძრევა, ლაპარაკი, დახველება და ცხვირის მოწმენდა.
კარგი იქნება ამავე დროს კეფაზე და გულის არეში ცივი საფენის დადება. თუ სისხლი პირში მაინც მოხვდა, საჭიროა გადმონერწყვა ისე, რომ არ შეცვალოთ თავის მდგომარეობა.
შინაგანი სისხლდენა - შეინიშნება გამჭოლი ჭრილობისას, ფარული დაზიანებებისას (შინაგანი ორგანოების ისეთი ტრამვა რომელიც შუმჩნეველია სხეულის ზედაპირზე. ასეთი ტრამვები ვითარდება ძლიერი მოტეხილობის, სიმაღლიდან გადმოვარდნის ან სიმძიმის ქვეშ მოხვედრის შემთხვევაში), ასევე ზოგიერთი შინაგანი ორგანოების დაავადების დროს.
თუ ეჭვი გაჩნდა, რომ სისხლის ნაკადმა გულმკერდის ღრუში გადაინაცვლა (რაც შეიმჩნევა კანის გაფერმკრთალებით, აქაფებული სისხლის პირღებინებით, მზარდი სიხშირის ქოშინით), დაზარალებული უნდა დასვათ. არ შეიძლება მას რამე აჭამოთ ან დაალევინოთ.
თუ გულმკერდის არეში გამჭოლი ჭრილობაა, მაშინ ჰერმეტული სახვევი უნდა გაუკეთოთ. ხოლო იმ შემთხევაში, თუ ეჭვი მუცლის ღრუში მიმდინარე სისხლდენაზე გაგიჩნდათ, დაზარალებული უნდა დააწვინოთ ზურგზე, მუცელზე ყინული დაადოთ. კვება და სითხის მიღება ამ შემთხვევაშიც არ შეიძლება.
მძიმე სისიხლდანაკარგმა შეიძლება შოკი გამოიწვიოს. შოკის ნიშნებია: მკვეთრად მზარდი სისუსტე, თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა, ხმაური ყურებში, პირის-ღებინება, მკვეთრი სიფერმკრთალე, სუნთქვის გახშირება, შენელებული პულსი, შენელებული მოქმედება და გონების დაკარგვა.
შოკის განვითარების შეჩერება შეიძლება სისხლდენის შეჩერების შემთხვევაში - დაზარალებული უნდა დააწვინოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, აუწიოთ მაღლა ფეხები და თავი უკან გადაუწიოთ.
ეს საშუალებას მისცემს ტვინს, გულს, თირკმელებსა და ღვიძლს საკმარისი რაოდენობით სისხლით მომარაგდეს.
დაზარალებულს უნდა დაახუროთ და გაათბოთ. კატეგორიულად იკრძალება სპირტიანი სასმელის მიცემა.
პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება, ადამიანს საშუალოდ 4,5 ლიტრი სისხლი აქვს და სისხლის 1/3 ის დაკარგვის შემთხვევაში შეიძლება მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.