კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

საღამო ფუნდუკში. ხის ტახტებზე მწოლნი საშინელ ამბებს ჰყვებიან:

- …და შევიდნენ ისინი ამ ტყეში. ღამე შემოერტყა გარს მათ, ბნელი. და შავი ტყე… მიაღწიეს გაბარჯღულ მუხამდე, და ხედავენ: მის ძირში ფასკუნჯის ბუმბული დევს, ცეცხლში ელვარებს…

- ეჰ, ეს რა არის - ბუმბულზეა! - იძახის მეორე. - აი, ცხოვრობდა ერთ დროს მჭედელი მიყრუებულ გზაჯვარედინთან და ერთხელაც, ღამით, გაჩერდა მასთან სამცხენა ეტლი…

სამივე ცხენი გაქაფული იყო, ლომებივით ხვიხვინებდნენ, თვალები მძვინვარედ უკვესავდათ, ნესტოები გავარვარებოდათ, ერთიანად ანათებდნენ გამჭოლად…

გადმოხტა ჭაბუკი მეეტლე - „დააჭედე შუათანა სასწრაფოდ, უკანა ნალები გასძვრა!“ გაბერა მჭედელმა საბერველი, გააჩაღა ქურა, ხელი ჩაავლო შუათანა ცხენს ფეხში, - ფეხი კი ადამიანისაა, თეთრი, უბალნო!

მსგავსი თემები