- სანამ შენი გავხდებოდი
სად ვიყავი, დედა?
- იმ ღაღანა ვარსკვლავებთან,
ცის თაღზე რომ ხედავ!
- მერე, როგორ ჩამოვედი,
ფრთები მქონდა წინათ?
- ანგელოზმა მოგიყვანა
ჩემო პაწაწინა!
- ანგელოზი როგორია?
მინდა ვნახო, დედა!
- დაიძინე და სიზმარში
შენთან მოფრინდება.
ჯემალ ქათამაძე - დედა
მურმან ლებანიძე - ხელისკანკალით შეჭამანდს მისხამს
დავით შემოქმედელი - დედი, გზირის მზერასავით...
ზურაბ კუხიანიძე - დედის საბანი