კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დედი, ვიხრჩობი

შემწე შენს მეტი

ქვეყნად ძე-კაცი არ მეგულება.

უსრულო გეზის მგზავრი შესდექი,

მოდი სამზეოს და მიგალობე.

გესმის, გადმიწყდა ყოვლი ილაჯი,

გულს დედის ჰანგი მზისებრ სჭირდება.

მოგაკითხავდი მანდ, სიკვდილეთში,

მაგრამ უმზეოდ გამიჭირდება.

ყელს მემარყუჟა ბედის შამათი,

სვლა მეძნელება,

გზა მეგველება...

ვიხრჩობი...

შემწე, დედი, შენს მეტი

ამქვეყნად კაცი არ მეგულება.


ლექსები დედაზე  • • •   პოეზიის გვერდი - გაბრიელ ჯაბუშანური  • • •  გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია

მსგავსი თემები

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე