კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

ხორალი

 

ღმერთმა მიაყარა მადლი საქართველოს.

მკერდი არ უშრება მიწას უსთვალოსა..

უხვი მზე გამოდის ხალისით სართველოს:

ბუღრაობს მწვანეზე და მართავს კალოსა.

მუხას გადაგრაგნილს და მაგარ წვივიანს

სურო ეგრიხება ლურჯი არტახებით.

გადათქვირებული რკოები ცვივიან

და ეშვებს ლესავენ ველური ტახები.

ღელავენ ჯავარი ტალღები სიმინდის.

სული ეხუთებათ ხულებს და თაროებს.

დალოცოს უფალმა ნაყოფის სიწნმინდე:

ლამაზი ქალები ქურჩავენ ტაროებს,

და პირგაგუდული დიდ საწნახელი -

ყურძნით გალეშილი ლუში გველეშაპი.

რომელმა გიორგიმ არ ჩასცეს მახვილი,

მტევების ტბორები რო ხვრიპოს პეშვებით.

რკო მრუში. მტევანი. ტარო დაყურსული.

ალო ატეხილი და თესლი ხურვალი.

ვერვინ დაიურვოს ხარი გალურსული,

მთელ წყაროს ამოცლის, რომ არის წყურვალი.

ჯოგების ურდოებს მორეკავს მეზვარე:

წინ ხარი წიქარა, და ძროხა ბელეშა,

იქ აედევნება უშობელს მოზვერი

და განზე უეცრად დაიყეფს ქელეშა.

ყუჟდება ფარეხი და თანაც ბნელდება.

ჩუმად იბუდრებენ მსუქანი დედლები.

ჩვენც, დასიცხულები, მათთან დავნელდებით:

სასვენად გველიან ძელური კედლები.

ვაჟები. ქალები. შვილები. მამები.

დედავ: ჩაგეხვევით უბეში კვართული.

და ძილში მალულად ფიქრი გვეამება,

რომ არ გაგვიმეტებს, ჩვენ მიწა ქართული.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გრიგოლ რობაქიძე  • • •   გრიგოლ რობაქიძის პოეზია

მსგავსი თემები