როდესაც ჩემ წინ სუფრაზე ცხელი შუშხუნა მწვადია, მაშინ მე სამშობლოსათვის ყოველი კარგი მწადია! თას-ყანწით, გინდა კულითა, მაშინ მეც ზეცას ვავედრებ ამ ჩემს სამშობლოს გულითა. ვეძლევი ნეტარებასა... ვეღარა ვფარავ!.. სახალხოდ ვამბობ ჩემს აღსარებასა; ჩვენს ტურფა საქართველოსა!” ვიტყვი და შეუპოვარად გადავკრავ სადღეგრძელოსა. თუ არა მექნა ხელადა, წიხლსა ვკრავ შინაურობას და გავიჭრები ველადა. გავსისინდები ქაშითა და, კუჭად გადაქცეული, გულს დავიფარავ ფაშვითა!.. ჟუჟუნა, შავი თვალები!.. ჩიჩხასაც არა უშავს რა, სკვითის ქალს ვენაცვალები! ვიხდიდე მშობლურ ვალებსა, ნუ გამომილევთ ღვინოსა, ცხელ მწვადს და ლამაზ ქალებსა!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |