თავდავიწყება მოჰკლავს კაეშანს, ჩემო ვენახო ვით მოვილხინო, განდგომილობის სურვილი მიპყრობს, ო, დიდო თამარ, ქეთევან, ნინო! რომ ჩემი მუზა დავაგვირგვინო; არკადიაში არ არის ღმერთი, რომ ყვავილები ავაბიბინო?! დაჰფრინავს სული საქართველოსი და ჩემი მუზა წამების განცდით ეტყვის: შენა ხარ ჩემი ეროსი; აქ, არკადიის ტურფა მდელოსი, შენა ხარ სუნთქვა ჩემი სულისა და წამებული საქართველოსი. ბეატრიჩესი-დანტეს წამებულს, მე კი დავსტირი სულო შენს გვირგვინს, სხვის მუზეუმში ნიშნად წაღებულს. ივერიაში წყაროდ ჩამოდის და ჩემი მუზა კითხულობს, ამოდ: - სულო, შენ ტახტზე იმეფებ, როდის! სულო, შავს ღამეს თეთრი ტაიჭით? ჰო, ბლაქსი დაგდევს და ჯარს ეძახის, - არკადიის მეფე იპყართ, დაიჭით!.. ბლაქსს დავამარცხებ ივერიის ქალი, რომ დაუბრუნდე შენ შენს ღირსებას და მეფე იქნე თავისუფალი. შენი ამბორი მე მომინდება, - ვეზიარები დიდ საიდუმლოს და ჩემი მუზა დაგვირგვინდება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ბაბილინა ხოსიტაშვილის პოეზია |