კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

...დასაბამიდან მოსვენება აღარ აღირსეს,

ღვარად დაღვარეს, დააქციეს,

დაანაკლისეს...

უცხო მხარეში წვეთწვეთობით გაასაჩუქრეს,

მალვით გაყიდეს, გაახასეს, გაამამლუქეს...

ათასჯერ რჯული შეუცვალეს,

ჩაწვეს, ჩაღველფეს,

სხვა ხატ-ღმერთები დაუხატეს მერე თაღებქვეშ...

ცრემლით ატარეს ნარ-ეკლებზე

დარში, ავდარში,

მაგრამ მოვედით,

უფლის ნებით მაინც გადავრჩით...

და მოვიყოლეთ

იმ წვეთ-წვეთის მცირე წვეთ-წვეთი _

თან მოვდიოდით,

თან დაკარგულს გზა-გზა ვეძებდით...

კვლავ ვაღვივებდით,

კვლავ ვანთებდით

ვკრეფდით, ვავსებდით,

თბილად ვფუთავდით ჩვენს ძარღვებში ლურჯი ხაზებით...

გადავარჩინეთ,

სამ მილიონ კაცში დავმალეთ,

მის ჰემოგლობინს და მის როეს

ვსინჯავთ მალ-მალე...

კოლბებში ვასხამთ,

ვახარისხებთ

და ვყოფთ ჯგუფებად,

ქარის ქროლაზე

ვგრძნობთ, როგორ თრთის

და იქუფრება...

ან გრიგალის წინ როგორ ღელავს,

როგორ იმღვრევა,

ძარღვებს, საფეთქლებს ეხეთქება ბრძოლის სიმღერად...

მოდის, მოშხუის,

მოთქარუნობს გზებზე ცხენივით,

ქართული სისხლი -

ძილს და სიკვდილს გადარჩენილი... 

მსგავსი თემები