დიახ, მართლაც რომ მოგვისწრო სულზე - ახალ გრიგალის ქროლვა გვეღირსა. ქვეყანა, მდგარი გარდაქმნის ზღურბლზე, ელის პირუთვნელ სიტყვას მწერლისას! დუმილის ყინვა დნება მტანჯველი, განა ცოტაა სალაპარაკო, სადარდებელი და განსასჯელი! ვის უნდა ჩვენი ენამზეობა, როდესაც რაღაც უჭირს სიკეთეს, როდესაც რაღაც უჭირს ზნეობას. ეძალებიან ბანგს და საწამლავს, და ჩვენი დარდით და შეჭირვებით გალაღებული ხარობს სატანა; გალობით (ამბავს ვამბობ არახალს), და კაცი, ორ ბატს რომ ვერ მიანდობ, ყოგჯერ სკამიდან გვიმზერს ამაყად; ან კიდევ ღვიძლი ძმა ძმას არ ინდობს, და უცოდველის ნიღბით სახეზე ზნედაცემული ვინმე რაინდობს. თუმც უნდა ყველა ყლორტი გათელოს, გულის სიღრმეში ფეხზე ჰკიდია, სინდის-ნამუსიც და საქართველოც. (შეგრცხვება კიდეც ამის გამხელის), ჩვენი წარსული და მომავალი და შეურყვნელი ერის სახელი. და უფრო მეტი, როგორც ტოროლა, ვაგლახ, მამულზე ფიქრით სულდგმულობს და იწვის მხოლოდ თითო-ოროლა. გასაწევია და გასატანი, ხშირად ერთურთის ხანჯვლას ვუნდებით და გვერდზე გვრჩება სოფლის ჭაპანი. ტკბილი ცხოვრება და იდილია, მაგრამ ისიც ხომ უნდა გვახსოვდეს, რომ მთაწმინდიდან დაგვმზერს ილია. ღამისმთევარი მშობელ ერისთვის, მადლობა ღმერთს, რომ არ ვართ მარტონი, მაგრამ ჩვენს სათქმელს სხვა ხომ ვერ იტყვის. ვინ პირველია და ვინ მეშვიდე - თუ პოეტი ხარ შეაკვდი ბოროტს, არ ჩაიმუხლო და არ შეშინდე. ახალ გრიგალის ქროლვა გვეღირსა, ქვეყანა, მდგარი გარდაქმნის ზღურბლზე, ელის პირუთვნელ სიტყვას მწერლისას! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |