ციდან ილიას ძახილი ისმის (ქვეყანას სიტყვას ცრემლივით აღვრის): საერთო ძარღვში დამშრალა სისხლი, გაწყვეტილია საერთო ძარღვი. მამულის ძუძუს ვერა გრძნობს ბალღი, საერთო ძარღვში დამშრალა სისხლი, გაწყვეტილია საერთო ძარღვი. შვილმა გააგდო მამა, ვით ძაღლი, საერთო ძარღვში დამშრალა სისხლი, გაწყვეტილია საერთო ძარღვი. ჩაინგრა ტაძრის სვეტი და თაღი, საერთო ძარღვში დამშრალა სისხლი, გაწყვეტილია საერთო ძარღვი. (ქვეყანას სიტყვას ცრემლივით აღვრის): საერთო ძარღვში დამშრალა სისხლი, გაწყვეტილია საერთო ძარღვი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია |