ფაშიზმთან ომის დროს პოლონეთში დაღუპულ 15 წლის ირინე სხირტლაძეს
მართლა მჯიღისხელა თუ ხარ, შენი მჯიღის ჭირიმე, რად არ წუხხარ, რად არ წუხხარ, რად არ წუხხარ ირინეს. ზეცა გაახირიმეს, ვინ იცნობდით, ვინ იცნობდით, ვინ იცნობდით ირინეს. გაუყუჩებთ ტკივილებს, ოღონდაც თქვით, ვინ იცნობდით, ვინ იცნობდით ირინეს. მხოლოდ ცეცხლში, ცეცხლში გამოიცადა, პოლონეთში, პოლონეთშიც საქართველოს იცავდა. ბინად ჰქონდა სანგარი, საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი... მოუჩითავთ გვირილებს, ირინოლა, ირინოლა, ირინოლა, ირინე. ბინად ჰქონდა სანგარი, საქართველოვ, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |