როგორიც ახლა ხარ, ყოველთვის ასე ხარ, ავსება-დავსებავ, სულ ცრემლით სავსე ხარ. იმდენი მეამე, დაღლილ დღე-ღამეთა იღბლები ღელავენ, - ხომ გახსოვს, კინაღამ დავკარგე ენა მე. თოვლების ჩალმებო, ჩანხართ ვით კისერში მტრის ხელის ჩავლება. თანაც წარმტაცები, ვით ჩვენი წარსულით მოდარდე კაცები. იმდენი ნაზი დღე იმდენი ღიმილი საითკენ გაზიდეს?! ვხედავ, - თავს მტერობენ, ყოველ დაღამებას არქმევენ დღეობას. ტყვიები უსვრიათ ჩიტები ერთმანეთს სიყვარულს უხსნიან. დგას მყუდრო, უქარო. კედელზე ჯვარცმაა თუ ქვეყნის რუკაა?! აწყვია ნაჭრებად, მას თვალით ზომავენ დუნიის ვაჭრები. ვიჯერებ, ჩვენია, თუმც ასეთ ახდენას ნატვრა მირჩევნია. ციცხვებით სახვეტო, რად ამოილიეთ, საითკენ წახვედით. დუმილის მინდორი, ალალ ვიყო არმყოფიც, როცა ის მინდომებს. ქვევითაც, ზევითაც, მომრთევით ყვავილთა ფერადი მზერითა. და თქვენი ფერებით ვკურნე გულნატკენი ჩვენი სიმღერები. თუ რამ ვერ გარგევი, ერთი სიყვარული ჩვენ ხომ ნერგად ვრგევით, ერთად ვდარდობთ, - რატომ მამულს ვეკარგენით. მინდოდა სამშობლო, ახლანდელს კინაღამ ის, წინა, ვამჯობნო. მიწები ბერწობენ, და პატრონს წყევლიან ვერმცნობელ-ვერმგრძნობელს. დუშმანოსეულო, გვიგულე, შენი ცრემლით ვინც ვართ მოზელილი! მოვწონდი, ვმოძღრობდი, მეც შენი სიცოცხლის ლოცვებით ვცოცხლობდი. თავიც, შენი ხმებიც, (კვლავ შენს ყიდულობენ ზღვა-ხმელეთს შეიხები). ძველებო, ახლებო, რად მიმოიმალენით, საითკენ წახვედით? მოჭრილი იმ დირედ ქართველი რომ ერქვა ჩვენს ქართულ სიდიდეს სიდარდე ვწერე და იმითვე ვიტირე. ხიხანთან, ბეშუმთან, მერე იმნაირად დრო გაუხეშურდა, ეგება ის ჩემი ტირილიც შეშურდათ, ღამე ვინც მითია, - ლექსები რჩებიან, მგოსნები მიდიან. სამშობლო შენა ხარ, შენა ხარ, სულივით, ქართულის შენახვა, სიტყვა ხომ შენს ბაგეს სისხლივით შეახმა. რომლითაც მამხობენ რწმენა მწამს, რომელიც ჩემს ხალხთან მამყოფებს. დღეს კი კვლავ დაობენ დღეები, დღეები ნელ-ნელა ჩქარობენ. ყმაწვილი ის წლები ამ წუთს კი მგონია ამ წუთას ვიწყები. რითმებს ვერ ითმენენ, მე კი რაც მტკენია ვიამებ იმტკენებს. როგორც ურიას ფული აქვს მაგრამ განა ყველა ფულიანს გული აქვს? ყოველთვის ასე ხარ, ავსება-დავსებავ სულ ცრემლით სავსე ხარ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ფრიდონ ხალვაშის პოეზია |