სიზმარი ვნახე: ცოტა ვიყავით და ვინც ვიყავით, ტივზე ვისხედით. ტივს მოჰყვებოდა და მოყვინთავდა თბილისი, მცხეთა, გორი, ქვიშხეთი.
მეხოტბეები გარდასულ დროთა. ხოლო მამული სულ ერთი მუჭა ტივზე ჩამომჯდარ ჩიტივით თრთოდა.
და გავკიოდით ქონდრისკაცები: "მასვი, მაჭამე, მალხინე, "ოუ ჩელა", სიჩერჩელა, რასაც შეჭამ, ის შეგრჩება"... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |